პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე წლიური ანგარიშის წარდგენა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესაც მოუწევს

region
: region იანვარი 22, 2019 17:16

პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე წლიური ანგარიშის წარდგენა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესაც მოუწევს

საკანონმდებლო ორგანოსთვის საგაზაფხულო სესიაზე წლიური ანგარიშის წარდგენა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესაც მოუწევს.

მთავრობის ხელმძღვანელის პარლამენტში გამოსვლის ვალდებულება განსაზღვრულია ახალი რეგლამენტით, რომელიც რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა.

რეგლამენტით, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება წარუდგინოს.

რეგლამენტით დაკონკრეტებულია, რომ აღნიშნული მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს 1-ელ ივნისამდე წარედგინება, თუმცა პრემიერ-მინისტრის მოხსენებით წარდგომის ზუსტ დროს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს

region
: region იანვარი 22, 2019 17:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,722
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics