პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა კირბალში მოკლული თამაზ გინტურის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კირბალში მოკლული თამაზ გინტურის ხსოვნას.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო კირბალში მომხდარ ტრაგედიას, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ გასროლილი ტყვიით გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე. ეს არის კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი და რუსული ოკუპაციის ძალიან მძიმე შედეგი. ჩვენ ვგმობთ ამ არაჰუმანურ ფაქტს და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმერი ლოლერი – გარკვეულწილად, ხელისუფლებაც უშლის ხელს ჟურნალისტულ საქმიანობას
შემდეგი სტატიასაქართველოს შეუძლია დაეყრდნოს საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის რუსეთის მტრული ქმედებების დასასრულებლად – ფიშერი