პარლამენტის საგარეო კომიტეტმა ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუცია ერთხმად მიიღო

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე შემუშავებულ რეზოლუცია პარლამენტის საგარეო კომიტეტმა ერთხმად მიიღო.

საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის მიერ შეთანხმებული რეზოლუციის პროეტს კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

“ევროპული საქართველოს” და “ქართული ოცნების” წევრების განცხადებით მნიშვნელვანია, რომ პარლამენტის სახელით გავრცელდება ერთიანი რეზოლუცია და ამ დოკუმენტით შეიქმნება ე.წ ტატუნაშვილ -ოთხოზორიას სია რომელსაც ასევე შესაძლოა დაემატოს 2014 წელს დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფაც.

რეზოლუციის პროექტი დღესვე დარეგისტრირდება ბიუტოს სხდომაზე და სავარაუდოდ 21 მარტს პროექტი პლენარულ სესიაზე დამტკიცდება. ამ დრომდე უცნობია დაუჭერს თუ არა დოკუმენტს მხარს “ნაციონალური მოძაობა” და “პატრიოტთა ალიანსი”.

5 მარტს ევროპულმა საქართველომ უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. ბიუროს სხდომაზე რეზოლუცია უმრავლესობამაც დაარეგისტრირა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი ქართული მხარისთვის ჯერ არ გადაუციათ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს ყირიმის დაბრუნებას დაჰპირდა
შემდეგი სტატიასაია სალომე ტატიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს