პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში 25 მარტს გადაიგზავნა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ძუძუს კიბოს სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება
შემდეგი სტატიაედგარს რინკევიჩსი – სასიამოვნო იყო საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან შეხვედრა, კიდევ ერთხელ დავადასტურე ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებებისადმი