პარლამენტის პრესსამსახური არჩილ თალაკვაძესა და ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური არჩილ თალაკვაძესა და ამერიკელ კონგერსმენ ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენთან COVID19-თან დაკავშირებული ვითარება და ღონისძიებები, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა და ეკონომიკის სტაბილიზაციისა და აღდგენის მიმართულებით შესაძლო ნაბიჯები განიხილა.

„ადამ კინზინგერმა, რომელიც აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პირველივე ეტაპზე სწორი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

არჩილ თალაკვაძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში, კურილის კუნძულებზე, 7.3 მაგნიტუდის მიძისძვრა მოხდა, გამოცხადდა ცუნამის საფრთხე
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა