პარლამენტის პრეროგატივა არ არის, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებაში ჩაერიოს-სოფო კილაძე

იმის გადაწყვეტა, თუ ვინ იქნებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატურები, რომლებიც პარლამენტს წარედგინება, პარლამენტის პრეროგატივა არ არის და კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში შეფასებას ვერ გავაკეთებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„პარლამენტის პრეროგატივა არ არის, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებაში ჩაერიოს. ჩვენი პრეროგატივაა, რომ პარლამენტმა კონკრეტულ კანდიდატებს მოუსმინოს და კენჭი უყაროს. ამ ნაწილში ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ის უფლებამოსილებები, რაც იუსტიციის საბჭოს წევრებს აქვთ, მათი გადასაწყვეტი და პასუხისმგებლობაა.
სამწუხაროდ, ასეთი იერიში, რასაც ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ვხედავთ, არ მგონია, რომ კანონის უზენაესობის განმტკიცებას უწყობდეს ხელს. ალბათ აჯობებს, რომ ყველა ინსტანციამ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად, კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას იწყებს. საბჭო უზენაეს სასამართლოში გამწესების მსურველთა განცხადებების მიღებას დაიწყებს, კანდიდატებს შეარჩევს და დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები 8 ივნისსა და 15 ივნისს გაიმართება
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი – მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიწყება