ეშმაკი წვრილმანებში იმალებაო, არის არსებითი ნიუანსები, ამიტომ აქ მსჯელობა არ დაასრულებს ამ საკითხს – გია ჟორჟოლიანი

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას ეხმაურება და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.

დეპუტატის თქმით, მართალია, გუშინ და დღეს გამართულ შეხვედრაზე მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით იმსჯელეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკითხი საბოლოოდ მოგვარდება.

ჟორჟოლიანის განცხადებით, მსჯელობა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე გაგრძელდება.

„ამ წუთში, ამ გადმოსახედიდან თითქოს რადიკალური წინააღმდეგობები არ არის, მაგრამ ხომ გეუბნებით, ჩვენ ხშირად გვავიწყდება, ერთი გამონათქვამია ასეთი – ეშმაკი წვრილმანებში იმალებაო, ანუ არსებითი არის ნიუანსები, ამიტომ, აქ მსჯელობა, არ დაასრულებს ამ საკითხს, იმიტომ, რომ ამან უნდა მიიღოს კონკრეტული წესების ფორმა და ამ კონკრეტულ წესებზე კიდევ შეიძლება გაგრძელდეს მსჯელობა,“ – ამბობს ჟორჟოლიანი.

ამ წუთებში როსტომ მეფის სასახლეში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. უკვე მეორე დღეა, „ქართული ოცნების“ დაპირისპირებული მხარეები მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობენ.

უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი და გარიცხავს თუ არა ე.წ. ურჩ დეპუტატებს.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირებასთან დაკავშირებით ის წინასწარი განწყობები, რომელიც მედიაში ჩანდა, იყო გარკვეულწილად გაზვიადებული – თალაკვაძე
შემდეგი სტატიასაქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება – ზალკალიანი