პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება“ იშლება

„ქართული ოცნების“ ნაცვლად, პარლამენტში სამი ფრაქცია შეიქმნება. პოლიტიკური განქორწინების შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა.

ერთს ისევ მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, ცნობილია ასევე ახალი ფრაქციების სავარაუდო ხელმძღვანელები.

სავარაუდოდ, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ მიდის და ერთ-ერთ ახალ ფრაქციას ბოლო დღეებში პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირებული გიორგი გაჩეჩილაძის მეგობარი, ბიძინა გეგიძე შექმნის.

ასევე ფრაქციების შესაძლო ხელმძღვანელებად სახელდებიან ბექა ნაცვლიშვილი და გოჩა ენუქიძე, რომელიც სავარაუდოდ, მაჟორიტარების გუნდს უხელმძღვანელებს.

ამ დრომდე უცნობია, დარჩება თუ არა ისევ საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელად, არჩილ თალაკვაძე კამერების წინ მის შემცვლელებზე არ საუბრობენ.

კიდევ ერთი საკადრო გადაადგილება კი დეპუტატ გრიგოლ ლილუაშვილს უკავშირდება. ბიძინა ივანიშვილის კადრი და „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ხელმძღვანელი პარლამენტიდან უსაფრთხოების სამსახურის მოადგილედ გადადის.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე : გიდასტურებთ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ გადადის
შემდეგი სტატიაბიძინა გეგიძე პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის