პარლამენტის პლენარული სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა

დეპუტატებმა რეგისტრაცია პარლამენტის დარბაზში სამჯერ გაიარეს, თუმცა ქვორუმი არც ერთხელ არ შედგა.

ბოლო რეგისტრაციაზე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგით მეორე სხდომაზე მონაწილეობის სურვილი 71-მა დეპუტატმა დააფიქსირა, თუმცა, ქვორუმისთვის საჭირო რაოდენობა მაინც არ შედგა.

“ფაქტობრივი ქვორუმი არის. დარბაზში ნამდვილად არის 76 დეპუტატი, მაგრამ ქვორუმი არ შედგა”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.

მომდევნო სხდომა შემდეგ ოთხშაბათს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“მაესტროს” საინფორმაციო სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაივანიშვილი – მთავარი მაფიოზა ბანკირი საქართველოში