პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ გაიხსნა

პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ გაიხსნა. რეგისტრაცია მხოლოდ 67-მა დეპუტატმა გაიარა.

12:00 საათისათვის დანიშნული სხდომის გახსნა 12:49 საათზე სცადეს, თუმცა სხდომის გახსნისათვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობა მაინც ვერ შეგროვდა.

განმეორებითი კენჭისყრა 15-წუთში ჩატარდება.

დღეს პარლამენტმა ფარულ მოსმენების პროექტზე პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული მოტივირებული შენიშვნები უნდა განიხილოს.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი : ეს დაუსრულებლად არ შეიძლება გაგრძელდეს, რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები
შემდეგი სტატია“არა ჩადებას” – “ეს პოლიტიკა ხელისუფლებას წაიყვანს მოუსავლეთში”