პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენა დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენა დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი.

პარლამენტის სხდომას ასევე ესწრებიან თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები.

ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს აცნობს. ამის შემდეგ მთავრობის მეთაურს პარლამენტის წევრები კითხვებს დაუსვამენ, იქნება კითხვებზე პასუხი, ასევე გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები და გაიმართება პოლიტიკური დებატები.

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პრემიერ მინისტრმა სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს 1-ელ ივნისს წარუდგინა.

banner
წინა სტატიაშიროცა გინდა შენი შვილი გაათხოვო, არავის ეუბნები, ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო – ზუსტად ეს წერია მარგველაშვილის წერილში – კობახიძე
შემდეგი სტატიაწამალი არ გაქვთ? დაამშვიდეთ – ღარიბაშვილის გამოსვლა ხმაურით დაიწყო