პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნინო ლომჯარიას მოუსმენენ

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მოუსმენენ.

ომბუდსმენი დეპუტატებს 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

დოკუმენტი 447-გვერდიანია, სადაც აღნიშნულია, რომ 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატში 8 480 განცხადება შევიდა, ცხელ ხაზზე 6 063 ზარი დაფიქსირდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად, გაცემულია 107 რეკომენდაცია/წინადადება.

2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის მიერ 11 სპეციალური ანგარიში მომზადდა.

banner
წინა სტატიაშიNDI დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება