პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა ძალოვანი მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა ძალოვანი მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა. იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის, ადამიანის უფლებათა და საპროვედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას, იუტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ლევან იზორიასა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრობის კანდიდატს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმინეს.

კენჭისყრის შედეგები ასეთია: სხდომას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 9 წევრი ესწრებოდა და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ყველამ მხარდაჭერა გამოუცხადა; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 10 წევრიდანაც ყველა მომხრე აღმოჩნდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან სხდომას 11 წევრი ესწრებოდა. მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი 9 წევრმა დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი წავიდა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 10 წევრიდან 9 მომხრე და ერთი წინააღმდეგი აღმოჩნდა.

დეპუტატებმა მინისტრობის კანდიდატებისგან ინფორმაცია მიიღეს, როგორც დაგეგმილ პროექტებზე, ასევე განხორცირლებულ რეფორმებზე. აღნიშნულმა კომიტეტებმა მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს.

დღის განმავლობაში მთავრობის მომავალი წევრების მოსმენა პოლიტიკური ძალების ფორმატში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : არ დავიღლები არასდროს სანამ მაქვს ის სული, რაც ღმერთმა მომცა
შემდეგი სტატიაანაზღაურებადი სტაჟირება – შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღების ახალი წესი ინერგება