პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, ლონდა თოლორაიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

დეპუტატებმა სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურებს კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს. თოლორაიას მხარი რვა დეპუტატმა დაუჭირა, ვალერი ლომუაშვილმა კი საჭირო ხმები ვერ მიიღო.

კანდიდატებმა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის საკუთარი ხედვები წარადგინეს.

აღნიშნული კანდიდატი დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.

სახელმწიფო ინსპექტორს, თამარ ქალდანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 1-ელ ივლისს ეწურება. სწორედ ამ დროიდან ამოქმედდება ინსპექტორის სამსახურის ახალი ფუნქცია, რომელიც მას სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებას ანიჭებს.

banner
წინა სტატიაშიანი წითლიძე: თაზო ფაცაცია და თამუნა ჯიქია ორი უმდაბიოესი არსება
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი – ნეიტრალიტეტი ნატო-სთან პარტნიორობას არ გამორიცხავს