“პარლამენტის მიერ მოსამართლეების დამტკიცება იქნება სილის გაწნა საერთაშორისო პარტნიორებისთვის”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცება იქნება სილის გაწნა საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

„ზოგჯერ ხდება, რომ ბოლო მომენტში გაუნათდებათ ხოლმე გონება ან სანქციების შიშით, გადაწყვეტილებებს ცვლიან, თუმცა ფინიშამდე გავიდნენ და ვნახოთ, რა პოზიცია ექნებათ. პარლამენტის მიერ მოსამართლეების დამტკიცება იქნება სილის გაწნა საერთაშორისო პარტნიორებისთვის ისევე, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარის დანიშვნა. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გადის. განხილვებში მონაწილეობა არ მიგვიღია, კენჭისყრაშიც არ მივიღებთ. ეს ადამიანები არიან მორჩილი მოსამართლეები, რომლებიც ხელისუფლების ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებიან“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მოთავსებული ინფიცირებული ჩვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა- ექიმების განმარტება
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა: ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ღირსეული კანდიდატი შეირჩევა