პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იდეას და საქართველოს კონსტიტუციას – სალაძე

“საიას” ხელმძღვანელის, სულხან სალაძის მოსაზრებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იდეას და საქართველოს კონსტიტუციას საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით:
“იმედს გამოვთქვამ, რომ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი შეინარჩუნებს პოზიციას, რაც მას კანონპროექტთან დაკავშირებით ამ დრომდე ჰქონდა. ვეტოსა და კომიტეტის უარყოფით დასკვნას შორის არის გარკვეულწილად თანხვედრა, რადგან კომერციული რეკლამის ნაწილში როგორც პრეზიდენტი, ასევე კომიტეტი ამბობს, რომ ეს პრობლემურია. იმედი მაქვს, პარლამენტს ექნება საგნობრივი დისკუსია და უმრავლესობა გადაწყვეტილებას სრული ანალიზის შედეგად მიიღებს. მნიშვნელოვნია, რომ არ დაზარალდეს სარეკლამო ბაზარი და ასევე ის, რომ არ შეიქმნას სამართლებრივ დონეზე ისეთი პირობები, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ კორუფციული გარიგებების გაფორმების საფრთხე გაჩნდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს სულხან სალაძემ.

banner
წინა სტატიაშილეილა აბაშიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაკიევში ოდესის მერი დააკავეს