მამუკა ხაზარაძე: პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ბიუჯეტის ფულს არანაირი კავშირი არ აქვს

ამ ძალიან მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პერიოდში ამ თემაში შეყოლას არ ვაპირებ, მაგრამ უნდა ითქვას…პარტიის დაფინანსებაზე ატეხილი „ქოცური“ ნარატივის გამეორება ზოგიერთი ოპოზიციონერის მიერ, სხვა არაფერია თუ არა „ოცნების“ „მესიჯბოქსში“ და სცენარში მონაწილეობა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ახლა გეტყვით ჩვენს პოზიციას – ჩვენგან არჩეული დეპუტატების ხელფასები ჩახსნილია. რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ეს არის ბიუჯეტის თანხა და მისი გაჩერება მოხდება მომენტალურად, როგორც კი მანდატების გაუქმებაზე ჩვენი განცხადებები დაკმაყოფილდება. მანამდე კი, ამ თანხას მოვახმართ საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულების და სხვათა მხარდაჭერას, რასაც ისედაც ვაკეთებთ.

პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ბიუჯეტის ფულს არანაირი კავშირი არ აქვს.

P.S. როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. არ მინდოდა ეს პოლემიკა, მაგრამ როცა „ოცნების“ „მესიჯბოქსით“ საუბრობ, დაე, ღიად გაირკვეს, ვინ ვინაა და ვის თამაშს თამაშობს.

ან, ვის აწყობს ახლა „ოცნების“ მიმართ ამერიკული შტურმის გადაფარვა და 29 დეკემბრის წინ ამომრჩევლის დაბნევა?!“,- წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ უნდა დავაყენოთ ამერიკა პირველ რიგში – არანაირი დაფინანსება პროირანული დიქტატურას”-რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი ივანიშვილის რეჟიმზე
შემდეგი სტატია“საქართველო არაა კუნძული, ეს არის პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის, ჩვენ გვჭირდება სტრატეგია…”-ბენ ჰოჯესი ჯო უილსონის მკაცრ გზავნილებს ეთანხმება