პარლამენტის კულტურის კომიტეტი დღეს პირველ სხდომას გამართავს

პარლამენტის კულტურის კომიტეტი დღეს პირველ სხდომას გამართავს. კომიტეტის წევრები დებულებას მიიღებენ და თავმჯდომარის მოადგილეებს აირჩევენ.

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოდგილედ ირაკლი მეზურნიშვილს აირჩევენ. ქეთევან დუმბაძეს კი მოადგილედ.

კულტურის სფერო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ფარგლებში შედიოდა, თუმცა “ქართულმა ოცნებამ“ კულტურის მიმართულების ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო. ამით პარლამენტში მე-16 კომიტეტი შეიქმნა. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ელისო ბოლქვაძე აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშითბილისში მეწყრული პროცესების შესასწავლად დღეს გერმანელ სპეციალისტებს ელოდებიან
შემდეგი სტატიადათა ვანიშვილს დღეს დაკრძალავენ