პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, კომიტეტის წევრებთან და კომიტეტის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრა გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებთან და ამავე კომიტეტის აპარატის თანამშრომლებთან.

შეხვედრაზე დიმიტრი ხუნდაძემ კოლეგებს კომიტეტის საქმიანობა გააცნო და იმ აქტივობებზე ესაუბრა, რომლებსაც კომიტეტის წევრები, აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით ამჟამად ახორციელებენ. საუბარი შეეხო, როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო კუთხით განხორციელებულ საქმიანობას, მათ შორის, თემატურ მოკვლევებს, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლს და სხვა.

„დღეს ჩვენს კომიტეტს ეწვივნენ აჭარის ავტონომიურო რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, აპარატის წევრებთან ერთად, რათა აქ ადგილზე გაცნობოდნენ ჩვენი კომიტეტის საქმიანობას. მსგავსი შეხვედრები, გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის, თავისთავად მნიშვნელოვანი პროცესია. შევთანხმდით, რომ გვექნება უფრო აქტიური თანამშრომლობა. ამ ეტაპზე დავგეგმეთ, რომ კომიტეტთან არსებული სოციალურ საკითხთა მრჩეველთა საბჭოში აჭარის შესაბამისი კომიტეტის ხელმძღვანელი იქნება ჩართული. ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი კომიტეტი თემატური მოკვლევის გამოცდილებას გაუზიარებს მათ, ისინი კი ადგილზე შესაბამის აქტივობებს განახორციელებენ. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა იქნება ურთიერთსასარგებლო და ნაყოფის მომტანი ორივე მხარისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და აპარატის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიხარკოვის გათავისუფლებულ დასახლებებში განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს, მტერმა დანაღმა ყველაფერი: სკოლები, საბავშვო ბაღები და სახლები – გუბერნატორი
შემდეგი სტატიაპარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებათა პროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი