პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს. დავით მათიკაშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე 11 ხმით აირჩიეს. სხდომას არ დასწრებია კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია.

დავით მათიკაშვილი ამ დრომდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. მისი პირველი მოადგილის თანამდებობაზე არჩევა კი მას შემდეგ მოხდა, თავმჯდომარის პოსტი ეკა ბესელიამ დატოვა, პირველ მოადგილედ არჩეული გედევან ფოფხაძე კი ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებმა რეგლამენტის დარღვევის მიზეზით, უკან გაიწვიეს.

კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკა ბესელიამ გასული წლის ბოლოს დატოვა. პირველი მოადგილის პოსტი დატოვა ვანო ზარდიაშვილმაც.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია
შემდეგი სტატიაპრემიერმა ტრისტან წითელაშვილს ახალი წელი მიულოცა