პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე “პროვოკაციის აგორებას” აპირებს

გენერალი დევო ჭანკოტაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე სუს-ში თავის ფეხით მივიდა და ის იქ არავის დაუბარებია. ჭანკოტაძე დღეს კობაიხიძს მხრიდან, ისი მისამართით წამოყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე “პროვოკაციის აგორებას” აპირებს

მინდა ვურჩიო კობახიძეს, სჯობია ჩვენება მისცეს რომ მთელ საქართველოშ დაახლოებით 80 ათასი ხმა არის ბათილად ცნობილი, ამაზე გააკეთოს ახსნა-განმარტება – ამბობს დევი ჭანკოტაძე.

კობახიძის ბრალდებების ადრესატების თქმით, ის სია, რომელიც “ოცნების” წევრმა დღეს სუს-ის გამომძიებლებს გადასცა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების, რომელმაც ენმ-ს მხარდაჭერა გამოუცხადეს და არჩევნებს ცესკოს- ნებართვის, დამკვირვებლების სტატუსით აკვირდებოდნენ.

მე არჩევნების წინ გამოვედი და ვთქვი, რომ ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, რომლებსაც გავლილი აქვთ რეგისტრაცია ცესკოში, იყვნენ განაწილებული სხვადსხვა უბნებზე, იყვნენ არჩევნებზე და არც ერთი ფაქტი კობახიძეს არ აქვს, რომ ვითომ რაღაც ძალადობაში იყვნენ ჩართულები – ამბობს დევი ჭანკოტაძე.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ბობოხიძე: ეს პროცესი უნდა იყოს უწყვეტი პროტესტების პროცესი, უნდა შევქმნათ აუცილებლად პოლიტიკური კრიზისი
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში 6 კილოგრამზე მეტი ჰეროინი ამოიღო