პარლამენტის ეზოში ნიღბიანი სამართალდამცავები შეიყვანეს

დღეს, 28 მაისს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს. “ქართული ოცნება” აპირებს, რომ ვეტო დაძლიოს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან რუსული კანონის მოწინააღმდეგეები 11:00 საათიდან შეიკრიბებიან. კიდევ ერთი აქცია პარლამენტის წინ დაგეგმილია 17:00 საათზე.

საკანონმდებლო ორგანოს ეზოში უკვე შეიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტობუსები და სხვა მანქანები. შიდა ტერიტორიაზე იმყოფებიან ნიღბიანი სამართალდამცავებიც.

პოლიცია მობილიზებულია ჩიტაძის ქუჩაზეც, პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, საიდანაც დეპუტატები ეზოში შედიან.

banner
წინა სტატიაშირა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული – მაჭარაშვილი
შემდეგი სტატიადღეს უნდა შესრულდეს ქართველი ხალხის ინტერესი – პაპუაშვილი