პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2021-2024 წლების სტრატეგიის დოკუმენტი განიხილა და დაამტკიცა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2021-2024 წლების სტრატეგიის დოკუმენტი განიხილეს დღეს კომიტეტის სხდომაზე. დოკუმენტის პრეზენტაცია სხდომაზე ექსპერტმა ზაზა ჭელიძემ გამართა.

როგორც წარდგენილ დოკუმენტშია აღნიშნული, კომიტეტის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკის დარგების განვითარების საკანონმდებლო უზრუნველყოფა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და სრულყოფა. ასევე, საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა და კანონმდებლობის აღსრულების პროცესის ხელშეწყობა.

უახლოეს წლებში კომიტეტის ამოცანებს წარმოადგენს კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციის გაუმჯობესება და დიალოგის უზრუნველყოფა; მთავრობის საქმიანობის ზედამხედველობის პროცესის სრულყოფა და მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია; კანონების აღსრულების ზედამხედველობის გაუმჯობესება. კომიტეტი მომდევნო წლებში ასევე გეგმავს ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესებასა და ეფექტურობის ზრდას, რისთვისაც იზრუნებს კომიტეტის აპარატის შესაძლებლობების განვითარებაზე, პარლამენტს შიგნით თანამშრომლობის სრულყოფაზე და პარლამენტს გარეთ ეფექტური თანამშრომლობის წარმართვაზე.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კომიტეტმა კენჭისყრით დაამტკიცა მომავალი სამი წლის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პუგლისს შეხვდა
შემდეგი სტატიამე უფრო მეტი ვიცი და რატომ მაინცდამაინც ეს ორი? – ხუნდაძე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებზე