პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ვერ შედგა

პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ვერ შედგა. სხდომა 09:30 იყო დანიშნული.

„ფაქტია, რომ ბიურო არ შედგა. ვხედავ კომიტეტში გარკვეული საკითხების განხილვის დაწყების პოლიტიკურ ინტერესს, მაგრამ ვინაიდან ასეთი რამ მოხდა, ამას თავისი პოლიტიკური შეფასება ექნება. მედიასთან გავალთ და გავაკეთებთ განცხადებებს. ბიურო კვორუმის არ არსებობის გამო არ შედგა!“- განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „დიასპორის დაჯილდოება 2021“ გაიმართა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა