პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნება.

საუბარია ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება ექნებათ მხოლოდ პარლამენტის წევრად არჩეულ პირებს და არა ცესკოში დარეგისტრირებულ პოლიტიკურ სუბიექტებს.

ასევე, განიხილება ცვლილებები ზოგადი განათლების კანონში და საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება.

“დეპუტატობის კანდიდატები ნარკოლოგიური ცნობის წარმოდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან, აღნიშნული პირები ცნობას იმ შემთხვევაში წარმოადგენენ, როდესაც მოხდება პარლამენტის წევრობის უფლებამოსილების ცნობის საკითხი.

ასევე არის განათლების კომიტეტის მიერ ინიცირებული ცვლილება ზოგადი განათლების შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც, განათლების სამინისტროს გადაეცემა ფუნქცია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო პუნქტების არსებობასთან დაკავშირებით,” – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი.

banner
წინა სტატიაშიისრაელში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა
შემდეგი სტატიაგიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სრულწლოვნების სასამართლო დღეს გაგრძელდება