„პარლამენტის ასეთი წევრი არ უნდა არსებობდეს ეს არის დანაშაული“ – ოპოზიცია გედევან ფოფხაძის განცხადებას აფასებს

მმართველი გუნდის წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, ეს იქნება „სამოქალაქო ომისკენ გადადგმული ნაბიჯი“ ფოფხაძის აღნიშნულ განცხადებას მმართველი გუნდის გარკვეული წარმომადგენლები ეთანხმებიან.

აღნიშნულს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა. დღეს გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ ფოფხაძის განცხადებას სამარცხვინო უწოდა:

„სამარცხვინო იყო დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადება გუშინ, ერთის მხრივ კალაძე, რომელიც ამბობს, რომ გავიგეთ ხალხმა რაც გვითხრა ამ არჩევნებზეო და მეორეს მხრივ, დეპუტატები, რომლებიც მწყობრად დაეწყვნენ და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდნენ ამ შემთხვევაში. რაც შეეხება გედევან ფოფხაძის განცხადებას, მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის ასეთი წევრი საერთოდ არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომელიც ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს არის დანაშაული, რომელიც მან ფაქტობრივად ჩაიდინა, ეს არის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. იგივეს იმეორებს ბატონი სესიაშვილი და ვფიქრობ, რომ ნორმალურ ქვეყანაში, ამას პარლამენტის მხრიდან უნდა ჰქონდეს რეაგირება. თუმცა, მთავარი რეაგირება იქნება არჩევნები, რომელსაც ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიანად, დავაფიქსირებთ ჩვენს გამარჯვებას და გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას, საქართველო დაიწყებს განვითარების ახალ ეტაპს. ცოტა დარჩა, სანამ ეს უკანონობები ხდება ქვეყანაში, ყველაფერს აღვკვეთთ და მშვიდობიანად განვავითარებთ ქვეყანას“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდება
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი : თუ მთავრობა კანაფის კულტივაციაზე კანონპროექტის გაწვევას გადაწყვეტს, ინიციატივა გაწვეული იქნება