პარლამენტის აპარატი „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის სასახლის „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის შესახებ მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პარლამენტის აპარატის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, რის საფუძველზეც მეორე ეტაპად ჩატარდება C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოები.

„საქართველოს პარლამენტის აპარატს სურს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პარლამენტის სასახლის „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის შესახებ მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

პარლამენტის აპარატის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, საქართველოს პარლამენტის სასახლის C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, რის საფუძველზეც მეორე ეტაპად ჩატარდება C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოები.

მიმდინარეობს ანალოგიური პროცედურები, რაც რამდენიმე წლის წინ უკვე ჩატარდა C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის გამაგრების მიზნით. საქართველოს პარლამენტის აპარატი არ გეგმავს რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოების განხორციელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკონსილიუმის წევრი – სააკაშვილი მრავალპროფილურ, მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ დუისის საჯარო სკოლაში მულტიფუნქციური იდეათეკა გაიხსნა