პარლამენტის ახალმა წევრებმა კომიტეტებში გაწევრიანებაზე განაცხადები გააკეთეს

პარლამენტის წევრებმა, ვისი უფლებამოსილებაც დღევანდელ სხდომაზე ცნეს, პარლამენტის ბიუროს მიმართეს და კომიტეტებში გაწევრიანებაზე განაცხადები გააკეთეს.

ბიურომ მიიღო ავთანდილ ენუქიძის მიმართვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გაწევრიანების შესახებ; ფრიდონ ინჯიას მიმართვა დარგობრივი ეკონიმიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებში გაწევრიანების შესახებ; დავით ზილფიმიანის მიმართვა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებში გაწევრიანების შესახებ; გელა მიქაძემ ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გაწევრიანების შესახებ მიმართა. ლევან მგალობლიშვილი კი, ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში გაწევრიანდა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაში გაწევრიანების შესახებაც გააკეთეს განაცხადი.

„საკითხებს ემატება მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ პროექტი. საგარეო საქმეთა კომიტეტმა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განაახლა სახელობითი შემადგენლობა. მათ შორის უკვე საპარლამენტო ოპოზიციაც არის წარმოდგენილი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

 

banner
წინა სტატიაშიწელს „ალილო“ სახეცვლილად ჩატარდება
შემდეგი სტატიამდინარაძე – ფაქტია, რომ ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში, რაც პოზიტიური მოვლენაა