უჩა ნანუაშვილმა პარლამენტში 2015 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

უჩა ნანუაშვილმა პარლამენტში 2015 წლის ანგარიში წარადგინა და ყურადღება გაამახვილა სამართალდამცველების მიერ დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

„ძირითად ტენდენციად გამოიკვეთა პოლიციელების მიერ დაკავებისას ძალის გადამეტების პრაქტიკა, რაზეც მათ შორის საუბარია 2014 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში. 2015 წელს იკვეთება უკვე დაკავებული პირების მიმართ პოლიციის თანამშრომლების მიერ არასათანადო მოპყრობის ტენდენცია. პროკურატურის სისტემური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის გარანტიები არ არის სრულყოფილი და არც პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლების საკმარისი გარანტიები არსებობს,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და ასევე აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობა უნდა გამოირიცხოს.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე სახალხო დამცველს შენიშვნას აძლევს
შემდეგი სტატია,,სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება”