პარლამენტი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპული სტუქტურების სახელზე მომზადებულ პროექტს განიხილავს

პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპული სტუქტურების სახელზე მომზადებული მიმართვის პროექტის განხილვა დაიწყო.
პლენარულ სხდომაზე “თავისუფალი დემოკრატების” მიერ შემუშავებულ ვარიანტზე მსჯელობენ, რომელიც ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოს და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის სახელზე მომზადებულ განცხადებას წარმოადგენს.
პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მადლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიმართ ასოცირების ხელშეკრულების დროული რატიფიკაციის გამო და მოუწოდებს დარჩენილ ქვეყანას – ბელგიას, პროცესის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ, ხელშეკრულების ყველა ეკონომიკური და სავაჭრო მუხლების სრულად ამოქმედების ხელშესაწყობად. პარლამენტი ევროკომისიას მიმართავს, წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე და სჯერა, რომ მას მოჰყვება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა.
ამასთან, ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობის” ინიციტივით, კიდევ ერთი პროექტია წარდგენილი, რომელიც “ახალმა მემარჯვენეებმა” მოამზადეს და მას სხვადასხვა პარტია უერთდება.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ბრიტანელი ექსპერტები მოიწვია სუ-24-ის შავი ყუთის გასაშიფრად
შემდეგი სტატია“ეს უკვე აღემატება ყველა ზღვარს” – გრიგორი კარასინი თინა ხიდაშელს აკრიტიკებს