“პარლამენტი ვერ გახდება ლეგიტიმური, თუ ის შინაარსობრივად არ გამოხატავს ხალხის ნებას”

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განმარტავს, რატომ ვერ იქნება პარლამენტი ლეგიტმური და Facebook-ზე წერს:

პოლიტიკოსებსაც, ამომრჩეველსაც და სამწუხაროდ იურისტებსაც ერევათ ორი ტერმინი: კანონიერი (legal) და ლეგიტიმური (legitimate).
ამ არჩევნების შედეგი, ცესკოს პროცედურების გავლით, შეიძლება (ეგეც კითხვის ნიშნის ქვეშაა) აღმოჩნდეს კანონიერი, რაც მხოლოდ პროცედურულ-ფორმალურ მხარეს მოიცავს: გაიარა ცესკოზე შემაჯამებელმა ოქმმა, ხელი აუწია ქოცუმრავლესობამ, გასაჩივრდა სასამართლოებში და იქაც არავითარი შედეგი, ქოც მოსამაართლეების მხრიდან.
მაგრამ არჩევნებისთვის კანონიერება (ანუ ფორმალური კანონშესაბამისობა) სრულიად არასაკმარისია. ის ასევე უნდა იყოს ლეგიტიმური, რაც მოიცავს შინაარსობრივ მხარეს – ანუ შედეგი უნდა გამოხატავდეს ამომრჩევლის რეალურ ნებას. ესაა მთავარი და გადამწყვეტი, ამის გარეშე პარლამენტის კომპეტენციაზე საუბარი ზედმეტია, რაგინდ წევრების რაოდენობის უფლებამოსილება იყოს ფორმალურად ცნობილი.
ვიმეორებ, კანონის პროცედურების დაცვით (ლეგალურობა) პარლამენტი ვერ გახდება ლეგიტიმური, რამეთუ შინაარსობრივად ის არ გამოხატავს მოსახლეობის რეალურ ნებას და არღვევს კონსტიტუციის მტავარ დებულებას – ხელისუფლების წყარო არის ხალხი.
ესაა, რასაც ამერიკაში უნივერსიტეტში პირველ რიგში გასწავლიან, რომ კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა არ გამორიცხავს სამართლებრივი ველიდან გასვლას: Legal means it does not break the law. Legitimate can mean the same thing, but also means it is recognized as real and not fake.- წერს ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაში“გირჩი” პარლამენტში არ შედის
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” პარლამენტში არ შედის