პარლამენტი თბილისში გადმოდის – საგაზაფხულო სესია ხვალ გაიხსნება

საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოდის. საგაზაფხულო სესია რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობაში ხვალ, 5 თებერვალს პარლამენტის გაიხსნება.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასაწყისში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენა იქნება.

გარდა ამისა, ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, პირველად პარლამენტის თავმჯდომარე საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას გამართავს
შემდეგი სტატიააიღებენ თუ არა ატესტატს მოსწავლეები, რომლებიც ე.წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ – განათლების უწყების განმარტება