პარლამენტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის შექმნის საკითხზე იმსჯელებს

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ტერიტორიეული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის შექმნის საკითხზე იმსჯელებს.

როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე დღეს იმსჯელებენ.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე ასევე, ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით მომზადებულ პროექტზეც იმსჯელებენ.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარის პოსტზე გედევან ფოფხაძის კანდიდატურაა წარდგენილი.

დროებითი კომისიის მდივნის პოსტზე წარდგენილია ადა მარშანიას კანდიდატურა, რის გამოც, მისი ფრაქციის წევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და უმრავლესობას მოუწოდებენ, „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ, თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დათმონ.

banner
წინა სტატიაში“მოძრაობა თავისუფლებისთვის” ე.წ. მოსმენების კანონზე არასამთავრობოებს ხვდება
შემდეგი სტატიათბილისის მერი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ესტუმრა