პარლამენტი საპენსიო სააგენტოს აუდიტის განხორციელებისთვის გარე აუდიტორს 12 ნოემბრამდე შეარჩევს

საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა.

კომისიამ, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებისთვის საჭირო ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელა.

კომისიამ აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი წინადადებების შეფასების ტექნიკური და ფინანსური კრიტერიუმები განსაზღვრა. პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, კომისია გამარჯვებულ კომპანიას პარლამენტს 12 ნოემბრამდე წარუდგენს.

საკონკურსო კომისიის მდივნად საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კვიჟინაძე დასახელდა.

საკონკურსო კომისიის დებულების პროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

banner
წინა სტატიაშიმინისტრი – მნიშვნელოვანია, რომ ტურისტები ორჯერადი ვაქცინაციის მიუხედავად საქართველოში შემოსვლის შემდეგ გაიტესტონ
შემდეგი სტატიაკანადაში ოთხი ეკლესია დაწვეს, მანამდე ასობით ინდიელი ბავშვის უცნობი საფლავი იპოვეს