პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს, 3 თებერვალს გაიხსნება. პირველივე სხდომაზე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებით კომისიას შექმნაა დაგეგმილი.
პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილია “ზოგადი განათლების შესახებ“ და “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში ცვლილებები.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ფრაქცია “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომელიც პარტიულ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შემზღუდავი კანონების მიღებას ითვალისწინებს.















