პარლამენტი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ეუთო/ოდირში გაგზავნის

ოპოზიციას საარჩევნო კოდექსზე ხელის აქნევის ხასიათის კომენტარები აქვს, – ასე ეხმიანება საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციის კრიტიკას.

მისი თქმით, ოპოზიციას თუ რაიმე კონკრეტული მოსაზრება ან შემოთავაზება აქვს, ამაზე შეუძლიათ ისაუბრონ. რაც შეეხება, სამუშაო ჯგუფში ჩართულ მხარეებს, როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მათ შინაარსობრივი ხასიათის შენიშვნები აღარ აქვთ და ძირითადად ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციებზე საუბრობენ.

„სამუშაო ჯგუფი კვლავ გააგრძელებს მუშაობას, რომ დაიხვეწოს ეს პროექტი. დაახლოებით 2 თვე გვაქვს წინ, სანამ პარლამენტი სამი მოსმენით მიიღებს კანონს. ამასთან, ჩვენ ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და ვაპირებთ თავად ეს პროექტი გავაგზავნოთ ეუთო/ოდირში, რომ პროექტთან დაკავშირებითაც მივიღოთ რეკომენდაციები.

რაც შეეხება ბარიერის საკითხს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჩვენი მხრიდან თანხმობაა 5- დან 3 პროცენტამდე ჩამოწევაზე, ამ კუთხით გარანტირებულია ჩვენი მხარდაჭერა, თუკი შესაბამისი რაოდენობის დეპუტატი განახორციელებს თავის მანდატს პარლამენტში, რაც შეეხება 3 პროცენტს ქვემოთ ჩამოწევას, აქ ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიავახუშტი მენაბდე – საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს