პარლამენტი პიკეტირების მოლოდინში – საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიციაა მობილიზებული

პარლამენტთან, რომლის პიკეტირებასაც საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს 10 საათიდან გეგმავენ, უკვე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. პოლიციას ჯერჯერობით საკანონმდებლო ორგანოსთან რკინის კონსტრუქციები არ მიუტანია, რითიც გუშინ პარლამენტის ტერიტორია იყო შემოსაზღვრული და საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან სპეციალური დერეფნები ჰქონდათ შექმნილი.

საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა. მათ შორის ადგილზე უკვე იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაანონსებული აქვთ, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან 10 საათისთვის შეიკრიბებიან. დემონსტრანტები პროტესტისა და პიკეტირების შეწყვეტას არ აპირებენ.

banner
წინა სტატიაშირკინის ჯებირების აღმართვას ჯერ არ ვაპირებთ – ვაჟა სირაძე პარლამენტთან არსებულ ვითარებაზე
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ნოემბერში 17 300 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო