პარლამენტი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობას კვლავ პირველი მოსმენის რეჟიმში განაგრძობს

პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობას კვლავ პირველი მოსმენის რეჟიმში განაგრძობს, რადგან საპარლამენტო უმრავლესობამ საკითხის განხილვის დასრულდება გუშინ ვერ შეძლო.

დეპუტატები გუშინ საკითხზე უკვე მეორედ მსჯელობდნენ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიცია ცვლილებებს მხარს არ უჭერს და პროცედურულ ომს მიმართავს, საკითხის პირველი მოსმენით მიღება ვერ ხერხდება. კერძოდ, ოპოზიციონერები კითხვებს სვამენ და შემდეგ კითხვას აზუსტებენ, ასევე, სიტყვით გამოსვლებით სარგებლობენ და დრო გაჰყავთ.

ცვლილებებს დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცნობს, რომლის მიხედვითაც იქმნება, სპეციალური სამსახური – საჯარო სამართლის იურიდიული პირი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი უწყება იქნება, თუმცა ანგარიშვალდებული პრემიერ-მინისტრისა და პარლმენტის წინაშე იქნება.

banner
წინა სტატიაშიქართველი სამხედრო მფრინავის სანაცვლოდ კონგოელი მეამაბოხეები მილიონ დოლარს ითხოვენ
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო, ქართველი სამხედროს ტყვეობის ფაქტს ადასტურებს