პარლამენტი ოთხ დეპუტატს უფლებამოსილებას ხვალ შეუწყვეტს

პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე, ოთხი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმსჯელებენ.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის, ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ სანდრა რულოვსის უფლებამოსილების შეწყვეტაზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთაღნიშნული პირებიდან სამი საქმიანობას მთავრობაში განაგრძობს, მათ დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდებათ.

მისი თქმით, სანდრა რულოვსმა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს თავად მიმართა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციებს გამართავს
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ხვალ გამართავს