პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 14, 2018 13:40

პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობს

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის განახლებულ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობს. საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობას დღეს დაამტკიცებს.
დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე, აცნობს, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
როგორც ცნობილია მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს “ევროპული საქართველო”. ზურაბ ჭიაბერაშვილის განაცხადებით, გაუგებარი სიტყვების გარდა, გუშინ მთავრობის წარმომადგენლებისგან ვერაფერი მოისმინეს.
მინისტრთა კაბინეტი ნდობისთვის შემდეგი შემადგენლობით არის წარდგენილი:

პრემიერ-მინისტრი – მამუკა ბახტაძე;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია;
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 14, 2018 13:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics