პარლამენტი მთავარი პროკურორის კანდიდატურას დღეს დაარეგისტრირებს

არის რამდენიმე თვითმხილველი იმისა თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან–ირაკლი შოთაზე

პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დღეს მთავარი პროკურორის კანდიდატურის დარეგისტრირება მოხდება. ამის შემდეგ ირაკლი შოთაძის განდიდატურაზე კომიტეტებში და ფრაქციებში იმსჯელებენ.

როგორც ცნობილია, მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს.

განსხვავებული პოზიცია აქვთ საპარლამენტო უმცირესობაში და ამბოპბენ, რომ შოთაძე ბიძინა ივანიშვილის კადრია.

შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა გასულ კვირას შეარჩია.

banner
წინა სტატიაშიდავით ბორჩაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს “მზარდი ტერორისტული საფრთხეების” შესახებ აფრთხილებს