“პარლამენტი მმართველობის სისტემაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს“

„პარლამენტი სამი წლის შემდეგ გაცილებით ძლიერი იქნება და ესაა ჩვენი ამბიციური გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, განაცხადა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება პარლამენტის გაძლიერებაა.
„ტრადიციულად, ჩვენს სისტემაში პარლამენტი მეტ-ნაკლებად სუსტი იყო. მრავალი წლის განმავლობაში ძალაუფლება კონსოლიდირებული იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ახლა ჩვენ ვაყალიბებთ ახალ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი ასრულებს გადამწყვეტ როლს მმართველობის სისტემაში. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, მაგრამ სამომავლოდ კიდევ უფრო ამბიციური გეგმებიც გვაქვს. უნდა გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი შესაძლებლობები. პარლამენტი სამი წლის შემდეგ გაცილებით ძლიერი იქნება და ესაა ჩვენი ამბიციური გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ არ გვიყვარს წინა ხელისუფლება, თუმცა არსებობს რამდენიმე საკითხი, რომლებშიც წინა მმართველი პარტიის მიღწევებს ვაღიარებთ”
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე დღეს დაიკითხება