პარლამენტი მიიღებს სამ კანონს, რომელთაც ბიზნესის მოგუდვის კანონთა პაკეტი შეიძლება ვუწოდოთ – გოცირიძე

დღეს და ხვალ, ე.წ. დაჩქარებული წესით, პარლამენტი მიიღებს სამ კანონს, რომელთაც ბიზნესის მოგუდვის კანონთა პაკეტი შეიძლება ვუწოდოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს.

ის სოციალურ ქსელში წერს, რომ სამივე კანონი ლახავს საკუთრების უფლებას, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ზღუდავს ბიზნესის თავისუფლებას.

“ამით ამ მოწვევის პარლამენტი ასრულებს თავის საქმიანობას ( წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტი წყვეტს მუშაობას). ეს სამი კანონი იქნება ამ მორჩილი პარლამენტის ბოლო, ყვავის სიმღერა.

ეს კანონებია:
-ცვლილებები კონკურნციის კანონში, რომელიც ანტიმონოპოლიურ სამსახურს აძლევს ბიზნესის დაჯარიმება-დატერორების უფლებას;
-ცვლილებები კომუნიკაციის კანონში, რომელიც ამ სფეროს მარეგულირებელს აძლევს საკუთრების გასხვისების უფლებას მესაკუთრის ნების გარეშე;
-ცვლილებები ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონში, რომლითაც ენერგეტიკის ზოგიერთ სფეროში მესაკუთრეს ეკრძალება საკუთარი წილის ( 5 პროცენტზე მეტის) გაყიდვა შესაბამისი მარეგულირებელი უწყების ( სემეკი) ნებართვის გარეშე,” – წერს გოცირიძე

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაპარლამენტში განიხილავენ კანონპროექტს, რომლითაც განისაზღვრება ისეთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს შეიძლება, საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვას