პარლამენტი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 30, 2018 13:08

პარლამენტი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებს

პარლამენტის ბიურომ, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტი, „2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ საორგანიზაციო საკითხებიდან განსახილველ საკითხებში გადაიტანა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე აუცილებელია, რომ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
„საქმის ვითარება ისეთია, რომ პროკურატურის, გამოძიების მიმართ არის ბევრი კითხვა. რომელიც დაუგროვდა მოკლულის მშობლებს, რომელიც აქვს საზოგადოებას და არის დიდი უკმაყოფილება. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ საკმაოდ დისტანცირებული ვიყავით ამ პროცესიდან. ჩვენ მართლაც გვქონდა იმედი, რომ ამ შემთხვევაში პროკურატურა ადექვატურად იმოქმედებდა, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. იმისთვის, რომ პროკურატურამ ანგარიშვალდებულად იგრძნოს თავი, იმისათვის, რომ ჩვენ დავაკვირდეთ მოვლენებს, უნდა იყოს გარკვეული გარემო, სადაც პროკურატურა გაცილებით პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ საკითხს. სიტუაციის განმუხტვისათვისაც აუცილებელია შეიქმნას ეს კომისია”, – განაცხადა სერგო რატიანმა.
ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით კი, ამ შემთხვევაში უმრავლესობისა და ოპოზიციის მიზანი ერთია.
„თქვენ მიერ ინიცირებული საკითხი არის საორგანიზაციო საკითხებში და ჩვენ შეგვიძლია გადავსვათდღის წესრიგში. შემდგომ უკვე თავმჯდომარესთან კონსულტაციების მეშვეობით შევთანხმდეთ, როდის შეიძლება ეს საკითხი განსახილველად დავაყენოთ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 30, 2018 13:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics