“პარლამენტი იხილავს ცვლილებას…რომელიც გულისხმობს “პატრიოტთა ალიანსის” დასჯას”

“ამ წუთებში პარლამენტი იხილავს ცვლილებას, რომელიც ეწინააღდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას და გულისხმობს ერთადერთი პარტიის – პატრიოტთა ალიანსის დასჯას. ცვლილების თანახმად, ჩვენ წაგვართმევენ წევრს საარჩევნო კომისიებში. ერთი პარტიის წინააღმდეგ პარლამენტი მიდის ღია უკანონობასა და უსამართლობაზე. აი, ამიტომაცაა ეს პარლამენტი დასაშლელი. ცხადია, ამ სრულიად ნათელ დისკრიმინაციაზე არც ერთი ელჩი არ ამოიღებს ხმას. ჩვენ გვეხება და იმიტომ! ყველას ვეუბნები და, პირველ რიგში, “კობახიძის ოცნებას”: ასე მარტივად არ დამთავრდება თქვენთვის ეს ამბავი. დრონი მეფობენ, დრონი…”– წერს ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიფილიპ კირკოროვი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს
შემდეგი სტატია„მატყუარა კაცების პარლამენტი“- ამ წარწერით სამნიძემ და წითლიძემ პარლამენტში პლაკატი გამოფინეს