პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საგამოძიებო კომისიას შექმნის

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 6, 2018 10:17

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საგამოძიებო კომისიას შექმნის

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ჩამოყალიბდება. სხდომა 13:00 საათისთვის არის მოწვეული.
საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა 17 წევრით განისაზღვრა. მმართველ გუნდსა და უმცირესობას შორის მიღწეული შეთანხებით, კომისიაში უმრავლესობა – 9 ადგილი “ევროპულ საქართველოს“ ექნება და კომისიას მისივე წევრი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
“ქართული ოცნება“ წარმოდგენილი იქნება ექვსი დეპუტატით, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები“ – ერთი წევრით და ასევე, კომისიაში იქნება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი.
“ქართული ოცნებიდან“ საგამოძიებო კომისიაში შედიან: არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე.
საპარლამენტო უმცირესობიდან კომისიის შემადგენლობაში შევლენ: სერგი კაპანაძე, რომელიც კომისიის თავმჯდომარე იქნება, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი და გიგა ბოკერია.
ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე უარი განაცხადა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 6, 2018 10:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics