28.1 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

პარლამენტი დღეს სუს-ის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძეს დაამტკიცებს

პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს აირჩევს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის წარდგენის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება პარლამენტში უკვე შევიდა. საკითხი განსახილველად თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს გადაეცა, რომელიც სხდომას ხვალ, დილით – სესიის დაწყებამდე გამართავს.

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანრი ოხანაშვილის თანამდებობიდან გადადგომის და შესაბამისად, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია ცნობად მიიღო.

ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში – 6 წლის ვადით აირჩია, თუმცა აგვისტოში გადადგომის თაობაზე განაცხადა.

banner
წინა სტატიაშინებისმიერ გადაწყვეტილებას ამაყად ვხვდებით, წამიერ სისუსტესაც გიკრძალავთ! – ლაშა კაცია
შემდეგი სტატიააქციის მონაწილეებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა, დავაკავეთ – შსს