პარლამენტი დღეს საარჩევნო კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ.

საუბარია ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება ექნებათ მხოლოდ პარლამენტის წევრად არჩეულ პირებს და არა ცესკოში დარეგისტრირებულ პოლიტიკურ სუბიექტებს. სესიამდე საკითხს იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

“იმ შემთხვევაში, თუ პირი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდება, მას ექნება ვალდებულება წარმოადგინოს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. ჩვენ ვათავისუფლებთ ერთჯერადად კანდიდატებს, რომლებიც ცესკოში დარეგისტრირდებიან, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში და საქართველში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. ჩვენ ვაპირებთ კანონპროექტი ამ სასესიო კვირაში დაჩქარებული წესით მივიღოთ,”- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე ექიმ გიორგი კანდელაკს ტელედებატებში იწვევს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე