პარლამენტი დღეს მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს

პარლამენტის რიგგარეშე სხდომa დღეს, 12:00 საათზე გაიმართება, სადაც დეპუტატები მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ.

რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორი დღის წინ გამოსცა.

„კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2016 წლის 26 ნოემბრის 12 საათიდან შემდეგი დღის წესრიგით – საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა (N07-2/1, 22.11.2016) და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა. სამთავრობო პროგრამა 2016-2020 წ.“ განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადება“, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს. მინისტრობის კანდიდატებს საპარლამენტო კომიტეტებში, ფრაქციებსა და უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში უკვე მოუსმინეს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ მესტიაში უკანონო იარაღი ამოიღო
შემდეგი სტატიაბრენდირებული ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს