პარლამენტი დღეს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებს

პარლამენტის სხდომაზე დღეს საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ.

„პლენარული სხდომა შემდეგი პროცედურებით ჩატარდება: თავდაპირველად, პარლამენტს მიმართავს პრემიერ-მინისტრი და შემდგომ იქნება მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა. ამის შემდეგ, პრემიერი კითხვებს გასცემს პასუხს და პარლამენტის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, დააზუსტონ კითხვები.

ამის შემდეგ დაიწყება პარლამენტის წევრთა გამოსვლები, ფრაქციების გამოსვლები, უმცირესობა, უმრავლესობა და ეს პროცედურა დასრულდება პრემიერის დასკვნითი სიტყვით, რის შემდეგაც ჩატარდება კენჭისყრა. პარლამენტი კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. იმისთვის, რომ მთავრობის ახალმა შემადგენლობამ ნდობა მიიღოს, საჭიროა, პარლამენტის შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. ამით დასრულდება ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები“- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.

საქართველოს პარლამენტში გუშინ მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმინეს.

banner
წინა სტატიაშიახალი სახე არ ნიშნავს ადამიანს, რომელსაც დღემდე არ უმუშავია და დღეს პირდაპირ მინისტრობა უნდა ისწავლოს – ბაქრაძე ახალ მინისტრებზე
შემდეგი სტატიაშსს-მ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა